საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა
მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსის: “გაცოცხლებული სურათები”გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
მეორე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი ქუთაისის №31 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე კობა სინაურიძემ, მეორე ქუთაისის №14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მარიამ კიკნაძემ და ნათია ბუხრაშვილმა დაიკავეს. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, მესამე ადგილი კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე დავით ქებაძემ დაიკავა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ხაშურის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იოსებ მულაძე.
კონკურსი ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღეს VII-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
კონკურსში გამარჯვებული ვიდეო რგოლების ნახვა შესაძლებელია აქ – ანიმაციების კონკურსი – “გაცოცხლებული სურათები”
წყარო: http://mes.gov.ge