აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
პოსტი ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ქრისტინე მიქაძემ დაიკავა.
“ჩატარდა არჩევნები და საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე მსურველმა დაასახელა. ახალი პრეზიდენტი უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა პარლამენტმა აირჩია. ხმათა უმრავლესობით ქრისტინე მიქაძემ გაიმარჯვა,”-განაცხადა აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა მედეა ტაბატაძემ.
ასევე, შეიცვლა ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობაც.
ამ დრომდე თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი იყო.
აწსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.