2018 წლის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საუკეთესო ხუთეულის ვინაობა ცნობილია.
ხუთეულში იმერეთის მუნიციპალიტეტიდან ორი პედაგოგი მოხვდა, მათ შორისაა: საჩხერის № 2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი და ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი.
ხუთეულიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება. მას 10 000 ლარი გადაეცემა.
2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:
ელისო აბრამიშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
ჯაბა ლაბაძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დაჩი ნანობაშვილი – თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა “ჰამილტონის” მათემატიკის მასწავლებელი;
მანანა კაპეტივაძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი.
ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული ჟიურიმ შეარჩია.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და პროფესიის პრესტიჟის ზრდას.