ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.

დღეს გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები აბარებენ. გამოცდა შემდეგ საგნებშია ჩანიშნული: ქართული როგორც მეორე ენა, უცხოური ენა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.


დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 67%-ზე მეტი.

15:00 საათზე კი აბიტურიენტების რეგისტრაცია ბიოლოგიის გამოცდისათვის დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

სურვილის შემთხვევაში, გამოცდის მონაწილეებს საგამოცდო ცენტრებში საკუთარი კალმის შეტანა შეუძლიათ. საწერი კალამი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს აუცილებლად შავი ფერის და ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *