განათლების სამინისტროსა და ქალაქს შორის
გაფორმებული მემორანდუმის პირობებით, ქუთაისის მერია რეგიონებში განსახორციელებელი პროგრამების ბიუჯეტის თანახმად, ქალაქში რამდენიმე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამისთვის ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე 200 000 ლარია გამოყოფილი. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქში არსებული ყველა საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდა და მათგან იმ პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ მოისმინა, რაც სკოლების ინფრასტრუქტურის გამართვის კუთხითაა საჭირო.
,,ჩვენ გვაინტერესებს ადგილზე არსებული ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც სკოლებს აწუხებს. პრობლემები დროულად უნდა მოგვარდეს რათა მოსწავლეებს განათლებისთვის ხელსაყრელი პირობები შეექმნათ. უკვე გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება ესაა სველი წერტილების და სკოლების შემოღობვის პრობლემა, რომელიც რაც შეიძლება მცირე დროში უნდა მოგვარდეს,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.