“ასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018
ცნობილია. იმერეთიდან ამ ათეულში 3 პედაგოგი მოხვდა. ესენი არიან:
ელისო აბრამიშვილი – საჩხერის N2 საჯარო სკოლა, ქიმიის პედაგოგი.
ნინო გურეშიძე – ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა, დაწყებითი განათლების პედაგოგი.
მანანა კაპეტივაძე – ბაღდათის N2 საჯარო სკოლა, ინგლისურისა და რუსულის პედაგოგი.
კოალიცია “განათლება ყველასათვის-საქართველოს” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარე კონკურსში 104 პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებულებს ეროვნული ჯილდო 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს გადაეცემათ, საუკეთესო ათეულის პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად სოლიდურ თანხას მიიღებს. აღნიშნული კონკურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და იგი მიზნად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და წახალისებას ისახავს.