დეფილე, პოეტური კრებულის პრეზენტაცია,
ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა, სიმფონიური ორკესტრისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები – ეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრადიციად ქცეული “სახელოვნებო კვირეულია”.
უნივერსიტეტმა კვირეული მეშვიდედ გამართა და გარდა სასწავლებლის სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისა მასში პარტნიორი დაწესებულებები, უცხოელი სტუდენტები ჩართო.
“სახელოვნებო კვირეული” თ. კობახიძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდა. ასევე მოეწყო ეთნოპარკი.
“უნივერსიტეტი მხოლოდ ლექცია და გამოცდა არ არის. უნივერსიტეტი ურთიერთობებია და ასეთი კვირეულის ჩატარება ამ ურთიერთობების გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. აღფრთოვანებული დავრჩი, როდესაც ვნახე ჩვენი თანამშრომლების ნამუშევრები, ნახატები, ნაქარგები. ამ კვირეულის შემდეგ კიდევ უფრო გამიმტკიცდა ის აზრი, რომ უნივერსიტეტს სჭირება სახელოვნებო ფაკულტეტი, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ”,- განაცხადა სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.