საზოგადოება
აღჭურვილობა, რომელიც მოწინავე ქვეყნებში შრომის უსაფთხოებისათვის გამოიყენება-გამოფენა ქუთაისში
ხელთათმანები ვიბრაციისა და ჭრილობებისაგან დასაცავად, ვიბრაციის დონის საზომი, ჩაფხუტი, აირწინაღი, ფილტრი- ეს ის იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებსაც მშენებლობაზე დასაქმებულები თუ გარემოს დაცვის კუთხით მომუშავები პირები იყენებენ.

აღჭურვილობა ქუთაისში, სასატუმრო "ბაგრატი 1003"-ის ფოიეში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) გამოფინა.

როგორც GIPA-ს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის სტუდენტი ბექა ჩიკვაიძე განმარტავს, აღჭურვილობა სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულების დროს მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად გამოიყენება. 

"წარმოდგენილი აღჭურვილობა საქართველოში ჯერ აქტიურად არ გამოიყენება.ეს არის სტანდარტი, რომელიც მოწინავე ქვეყნებს აქვთ. აუცილებელია, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება. მსგავს სამუშაოზე დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ უსაფრთხოდ მუშაობის უფლება აქვთ. მაგალითად, მშენებლობაზე დასაქმებულს სპეციალური ფორმა და ბატინკი უნდა ეცვას და არა ჯინსი,"-განაცხადა ბექა ჩიკვაიძემ.



GIPA-ს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების პროგრამის კოორდინატორის თამარ ჟღენტის თქმით, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე ამჟამად 20 სტუდენტი ირიცხება. მისივე განმარტებით, სტუდენტები წარმოდგენილი აღჭურვილობის შესწავლით პროფესიულ უნარ-ჩვევებს იმყარებენ.

"ახალი კანონის თანახმად, ყველა კომპანიამ უნდა დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები. მნიშვნელოვანია, საკითხს რეგიონებშიც დიდი ყურადღება მიექცეს. სავალდებულო ხდება მსგავს კომპანიებს შრომის უსაფრთხოების კუთხით გადამზადებული სპეციალისტი ჰყავდეს,"-განაცხადა თამარ ჟღენტმა.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონის მსხვილ დამსაქმებლებსაც შეხვდნენ. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამის პროფესიული სტუდენტების შემდგომი სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი
გახდეს.
14:11 / 13.12.2018
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი დაიწყო.
12:36 / 13.12.2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი დაიწყო.
ჭიათურაში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
11:51 / 13.12.2018
ჭიათურაში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
ქუთაისში პარკირების ადგილები შემოწმდება.
11:35 / 13.12.2018
ქუთაისში პარკირების ადგილები შემოწმდება.
ახალი ამბები
მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს
14:56 / 12.12.2018
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
მეშახტეები მინდელის სახელობის შახტში სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ
13:09 / 12.12.2018
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ.
ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
12:48 / 12.12.2018
კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან განახლდება
16:08 / 11.12.2018
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.
ზესტაფონის მერი მერობის ყოფილ კანდიდატს გიორგი გოგლიჩიძეს სასამართლოში უჩივლებს
13:44 / 11.12.2018
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მერობის ყოფილ კანდიდატსა და მიმდინარე აქციების ორგანიზატორს
ვალუტა
EUR
EUR
3.0144
TRY
TRY
0.4940
USD
USD
2.6594
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
თბილისი -1 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img