ქუთაისში ნიკეასა და ლომოურის ქუჩების გადაკვეთაზე

ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება. ქუთგანათების სერვისი სულ 24 შუქნიშნანს დადგამს. აქედან 8 სატრანსპორტოა, ხოლო 16 ქვეითთათვის იქნება განკუთვნილი.

შუქნიშნების დასამონტაჟებლად ტენდერია გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26 ათას 632 ლარია.

სატედნერო დოკუმენტაციის მიხედვით, შუქნიშნების გადრა ქუთგანათების სერვისი 1 მართვის კონტროლერს, 1 მართვის კონტროლერის შემნახველი ყუთს, 70 მ. სპილენძის ელ.სადენს (KBBG 7X1,5 მმ2), 118 მ. სპილენძის ელ.სადენს (KBBG 16X1,5 მმ2), 60 მ. ლითონის იზოლირებული ბაგირს (4მმ), 8 ბაგირის დამჭერი მოწყობილობას და 4 გამანაწილებელი კოლოფს შეიძენს.

სატენდერო წინადადებების მიღება 4 ივნისს იწყება და 6 ივნისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *