ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციამ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაწილაკების ფიზიკაში საერთაშორისო მასტერკლასი ჩაატარა. უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ქუთაისის სკოლების შერჩეულ მოსწავლეებმა CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კვარკების და ლეპტონების სამყაროს აღმოჩენა შეძლეს.
თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეებმა დაამუშავეს ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები და აღმოაჩინეს სხვადასხვა ნაწილაკები. ღონისძიებაში ჩართულები არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები. 20 თებერვლის მასტერკლასის პარტნიორები კი Trieste University (Italy), Zagreb University (Croatia), Pavia Univrsity (Italy), Pozega university. (Croatia) იყვნენ.
მასტერკლასის დასასრულების შემდეგ CERN-ის ექსპერტებთან ვიდეო კონფერენცია და on-line დისკუსია გაიმართა.
მასტერკლასის მიზანი 15-20 წლის ახალგაზრდებში ფიზიკის პოპულარიზაციაა.