დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის
სტაჟირების პროგრამას იწყებენ. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მისიის განხორციელებაში.
არაანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყება 2018 წლის მარტში და დასრულდება 2018 წლის მაისში. პროგრამა ხელს შეუწყობს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებას. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის სტაჟირების პროგრამა განხორციელდება 10 ქალაქში, ესენია: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი. დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა მიუთითოს ერთ-ერთი ცენტრის ადგილმდებარეობა და სამოტივაციო წერილში აღნიშნოს განთავსების ადგილი.
სტაჟირების მსურველი უნდა იყოს სტუდენტი, უფროსკლასელი, სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის ახალდამთავრებული; სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო, ჰქონდეს სამოქალაქო ჩართულობის ან სათემო ინიციატივების გამოცდილება; უნდა ჰქონდეს რეგიონის სპეციფიკის კარგი ცოდნა;ძლიერი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები; ინტერპერსონალური ურთიერთობის და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები; სასუველია, მაგრამ არა სავალდებულო ინგლისური ენის ცოდნა.
აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ:
** რეზიუმე განათლების და/ან სამუშაო გამოცდილებით;
** სამოტივაციო წერილი;
** პროფესიული რეკომენდაცია (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელის ან ლექტორის/პროფესორის სახელის, ტელეფონის და ელ. ფოსტის მითითებით).
სტაჟირების პროგრამის შესახებ უფრო ვრცლად ეწვიეთ www.jobs.ge -ს