ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა
მონაწილეობას მიიღებს კონკურსში- “აღმოაჩინე საქართველო”.
ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია 2018 წელს იმ სკოლას გადაეცემა, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს გარემოსდაცვით საკითხებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით.
პირველი საჯარო სკოლის გუნდს “მთიები” ჰქვია, რომელსაც ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უმასპინძლა. გარდა ამისა, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერმა მოსწავლეებს ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი დაუგეგმა და რამდენიმე აქტივობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
აღნიშნული კონკურსი საქართველოში “ავსტრიის თანამშრომლობა-განვითარების” დაფინანსებით 2014 წლიდან იმართება.
კონკურსში ქვეყნის მასშტაბით 700 -ზე მეტი სკოლაა ჩართული.