“ლიდერთა ზამთრის სკოლის” მოწყობა ქუთაისის მერიას 20 000 ლარი დაუჯდება.
“თანხის გაზრდა ლიდერთა სკოლის უფრო მაღალი აკადემიური ხარისხით ჩატარებით იყო განპირობებული,”-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ.
“ლიდერთა ზამთრის სკოლა” ასპინძაში მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისში მცხოვრებ 18-25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ტრენინგები პროექტებს წერაზე, ფონდების მოძიებაზე, სამოქალაქო აქტივიზმსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების შესწავლის შესახებ ჩაუტარდებათ.
მონაწილეები მათ მიერ შევსებული აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.
პროექტი 16-26 თებერვალს ჩატარდება.
გასულ წლებში პროექტის ჩასატარებლად 10 000 ლარი იყო გამოყოფილი.