იმერეთის რეგიონში წლის საუკეთესო მოხალისე აკაკი გურგენიძე გახდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს “მოხალისეობის განვითარების პროგრამის-საქართველოს მოხალისეს” დაჯილდოების ცერემონია ტექნოპარკში გაიმართა.
პროექტის მონაწილეები თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა აქტივობას 6 თვის განმავლობაში ახორციელებდნენ.
“ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ამ პროგრამაში მონაწილეობა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი მქონოდა. ამაყი ვარ, რომ იმერეთის რეგიონიდან გამარჯვება ქუთაისს ხვდა წილად,”-განაცხადა გურგენიძემ.
“საქართველოს მოხალისის” მიზანს მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და სხვ. წარმოადგენს.