როგორც რადიო “ძველ ქალაქს” ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს,

საშეშე მერქანი სულ ბაღდათის მუნიციპალიტეტის 17 სკოლაში შეიტანეს.

ბაღდათის 17 სკოლაში ( სოფელ დიმის №2 საჯარო სკოლა,სოფელ დიმის საჯარო სკოლა, სოფელ ფერსათის №2 საჯარო სკოლა,  სოფელ როკითის საჯარო სკოლა, სოფელ ნერგეეთის საჯარო სკოლა, სოფელ წყალთაშუის საჯარო სკოლა, სოფელ ზეგნის №1 საჯარო სკოლა,  სოფელ ზეგნის №2 საჯარო სკოლა,  სოფელ ხანის საჯარო სკოლა,  სოფელ საკრაულის საჯარო სკოლა,  სოფელ როხის საჯარო სკოლა,  სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლა , სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლა,  სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლა, სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა,  სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა) სატყეო სააგენტომ 268 კუბური მეტრი შეშა შეიტანა.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სკოლების შეშით მომარაგების პროცესი დაასრულა. საშეშე მერქანი სულ იმერეთის 181 სკოლაში შეიტანეს.

ქვეყნის მასშტაბით საქართველოს 9 რეგიონში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაახლოებით ათასი საჯარო სკოლა მოამარაგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *