“თაობათა დიალოგი” ქუთაისში
ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას (English Access Microscholarship Program) – ACCESS იწყებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველი და ეკომონიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან არიან.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 13-17 წლამდე 25 მოსწავლე შეირჩევა. პროგრამა ორწლიანია და 4 სასწავლო სემესტრს მოიცავს.
ორწლიანი პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა ორგანოზაცის “ფეისბუკ” გვერდზე არსებული აპლიკაცია უნდა შეავსონ.
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია, როგორც ონლაინ ისე ადგილზე (ვ.კუპრაძის 7).აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 29 ნოემბერი 18:00 საათი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია “თაობათა დიალოგის” ფეისბუკ გვერდზე.