აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2 ნოემბერს ესტუმრება.
კერსტი კალიულაიდის ვიზიტი 13:30 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტი სტუდენტებს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეხვდება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტი ლექციას ქართულ-ესტონურ ურთიერთობებზე წაიკითხავს. შეხვედრაზე დასწრება კი, ინგლისური ენის მცოდნე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს შეეძლება.
“ჩვენი უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, იმ მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე შეირჩა, რომლებიც ესტონურ უნივერსიტეტებთან გვაქვს. პრეზიდენტი ლექციას ქართულ-ესტონურ ურთიერთობებსა და თანამდეროვე ესტონეთის განვითარების პრიორიტეტებთან დაკავშირებით წაიკითხავს,”-განაცხადა ღავთაძემ.
პრეზიდენტთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.