სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” წარმომადგენლებმა, პორტუგალიელ მოხალისეებთან ერთად, ქუთაისში დასაქმების ბაზარი შეისწავლეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, გვანცა თოთაძე განმარტავს, გამოკითხვებისა და ინტერვიუების მეშვეობით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სია შეიქმნა. ამასთანავე, კვლევაში ჩამოთვლილია ის პროფესიები, რომელთა მფლობელ კადრებსაც ადგილობრივი დამსაქმებლები ყველაზე ხშირად ითხოვენ.
ყველაზე პოპულარული კურსები ქუთაისში:
1.ბიზნესის ადმინისტრირება – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სტუდენტები: 1151;
2.დაწყებითი განათლება – პედაგოგიკის ფაკულტეტი; სტუდენტები: 1021;
3. ქართული ენა და ლიტერატურა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სტუდენტები: 785;
4. სამართალი – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სტუდენტები: 716″
5. ინგლისური ენა და ლიტერატურა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სტუდენტები: 528;
6. ეკონომიკა – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სტუდენტები: 456″
7. ტურიზმი – სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი; სტუდენტები: 446;
8. ისტორია – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სტუდენტები: 370;
9. ელექტრო ინჟინერია – ტექნოლოგიური საინჟინრო ფაკულტეტი; სტუდენტები: 349;
10. ზოგადი მედიცინა – მედიცინის ფაკულტეტი; სტუდენტები: 314;
გვანცა თოთაძის თქმით, სტუდენტების მიერ ყველაზე მოთხოვნადი კურსები დამსაქმებელთა ინტერესებს არ ემთხვევა. ორგანიზაციის კვლევაში ჩანს, რომ ყველაზე მეტ კადრს შემდეგ მიმართულებებზე ითხოვენ: კონსულტანტი, მოლარე, ბუღალტერი, მენეჯერი, მიმტანი, ადმინისტრატორი.
აღნიშნული რეიტინგის შესადგენად, “თაობათა დიალოგმა” ინფორმაცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ადგილობრივი კოლეჯებიდან მოიძია.