საქართველოში დღეიდან ერთიანი ეროვნული
გამოცდები დაიწყო. 2017 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებს პირველად აბიტურიენტები ქართული ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა გამოცდებს წელს 39 ათასზე მეტი აბარებს. აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და მისამართზე. მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში დაიკეტება საგამოცდო ცენტრის შენობა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება. ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი 22 საგამოცდო ცენტრში 9 საათზე დაიყწო.
ქუთაისში გამოცდებს სამ საგამოცდო ცენტრში 4 ათას 700-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.