აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის გ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში აწსუ იურიდიული კლინიკის წარმომადგენლებისა და სამართლის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისათვის ივნისის თვეში ჩატარდება ტრენინგების ციკლი.
საბოლოოდ კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ბაზაზე ჩამოყალიბდება მედიაციის, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი, სადაც აწსუ სტუდენტები დასაქმდებიან და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, აკადემიური და ინსტიტუციონალური თანამშრომლობის განვითარებას. ძირითად მიზანი არის მედიაციის სწავლების ხელშეწყობა, მედიაციის მიმართ ცნობიერების ამაღლება, ასევე განგრძობადი იურდიული განათლების კომპონენტის შეთავაზებას ადვოკატებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლების დატრენინგებას. საბოლოო ჯამში ეს თანამშრომლობა დაგვირგვინდება მედიაციის კლინიკის დაფუძნებით,”-განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალერტნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ჩიტაშვილმა.