ქუთაისში მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის
მოვალეობის შემსრულებელი განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია. როგორც რადიო “ძველი ქალაქისათვის” გახდა ცნობილი ის აგრეთვე ქალაქის მერის შოთა მურღულიას ბიძაშვილია. თეიმურაზ მურღულია ქუთაისელია. მან 1996 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით ეკონომიკის დარგში. რადიო “ძველი ქალაქი” მინისტრის მოადგილესა და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს გაესაუბრა.
“ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს უნივერსიტეტი იქნება. მე ვნახე პროექტი, რომელიც ძალიან მომწონს და ალბათ საზოგადოებაც ძალიან მალე ნახავს ამ პროექტს. მთავარია არა ის შენობა, რომელიც აშენდება არამედ, ის სულისკვეთება, რომელიც ამ უნივერსიტეტმა უნდა შემოიტანოს ქუთაისში და მთლიანად საქართველოში. ეს არის დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც არა მხოლოდ განათლების ცენტრი, არამედ ბიზნესის ცენტრიც იქნება. ყველა დიდი ტექნოლოგიური ცენტრების გვერდით მერე ხდება ბიზნესის განვითარება”,- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მურღულიამ.
კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრის მოადგილემ ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტი.
სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობები
მთავრობის დადგენილებით.