იმერეთის თემთა სოციალური განვითარების
ასოციაციის ინიციატივით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბიბლიოთეკებს ლიტერატურა გადაეცათ. წიგნებთან ერთად საჩუქრად გადასცეს ბიბლიოთეკებს 11 კომპიუტერი . “პინის” პროექტის შემაჯამებელი ინტელექტუალური თამაშები “ჩვენი მკითხველი” ჩატარდა წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სადაც 84 ბავშვი იღებდა მონაწილეობას. მე-4 მე-8 კლასის მოსწავლეები იმ წიგნების მიხედვით დასმულ შეკითხვებს სცემდნენ პასუხს, რომლებიც ამ პროექტის მიმდინარეობს მანძილზე წაიკითხეს. თამაშებს ესწრებოდნენ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “პინის” ხელმძღვნელები – მიხეილ უშვერიძე და შალვა ბოჭორიშვილი.
ინტელექტუალურ თამაშზე 12 გუნდი მონაწილეობდა. შედეგებს სამკაციანი ჟიური აფასებდა. პირველი ადგილი დაგიკავა ქალაქ წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკის გუნდმა “ვიქტორია”. მეორე ადგილი დაიკავა ოფშკვითის სკოლის გუნდმა – “მერმისი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა საყულიას გუნდი “ლიბერტასი”ა.ი.პ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა გამარჯვებული გუნდისთვის სიმბოლური საჩუქარი – “წიგნის კიდობანი” დააწესა.