ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავსტრიის ელჩი
საქართველოში არად ბენკო იმყოფებოდა. ელჩმა ავსტრიის უნივერსიტეტებსა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.
არად ბენკომ ასევე თემაზე ” ევროპული ინტეგრაცია”ს საჯარო ლექცია გამართა.
” ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საგანმანათლებლო კუთხით დავუკავშირდეთ ერთმანეთს, გვინდა რომ თქვენი სტუდენტები ჩამოვიდნენ და ისწავლონ ასევე დასაქმდნენ,”- აცხადებს არად ბენკო.
შალვა კირთაძემ ელჩის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“არად ბენკოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩვენი უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისთვის და ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე გაცვლითი პროგრამები განვიხილეთ, რომლითაც ჩვენი სტუდენტები ხშირად სარგებლობენ,”-განაცხადა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროლექტორმა შალვა კირთაძემ.
ავსტრიის საელჩო თბილისში 10 თვის წინ გაიხსნა. არად ბენკო ავსტრიის პირველი ელჩია საქართველოში.