ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტს
შეხვდებიან. შეხვედრის ორგანიზებას უნივერსიტეტის თვითმმართველობა გეგმავს. ქუთაისის უნივერისტეტში რამდენიმე დღის წინ კონფერენცია “ეკონომიკისა და ბიზნესის გამოწვევები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში” გაიმართა. პრეზიდენტი სასახლეში ვიზიტის შესახებაც ამ კონფერენციაზე გაახმოვანა თვითმმართველობის პრეზიდენტმა თედო სართანიამ. “ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა VI შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე “ეკონომიკისა და ბიზნესის გამოწვევები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში”. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს გადაეცათ სერტიფიკატები. სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს, წახალისების მიზნით სტუდენტური თვითმმართველობა გეგმავს კონფერენციაში ჩართული პირების ვიზიტს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად”, – განაცხადა თედო სართანიამ.