პროექტი “გაიცანი ჩემი ქალაქი” მიზნად ისახავდა მოსწავლეების მიერ
ქუთაისის უბნების შესწავლას. პროექტში მონაწილეობა მიიღეს IX-XII კლასის მოსწავლეებმა.
გამოვლინდა 5 გამარჯვებული სკოლა, მათ საჩუქრად ფულადი პრიზი გადაეცათ. კონკურსში გაიმარჯვა ქუთაისის პირველმა, ოცდამეჩვიდმეტე, მეორე, მეექვსე და ოცდამეორე საჯარო სკოლებმა.
“ჩვენ შევისწავლეთ ჩვენის სკოლის მიმდებარე ისტორიული უბნები, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ოჯახებს ვესტუმრეთ მასალების მოსაძიებლად. შევქმენით ბლოგი, რომელზეც დავდეთ ჩვენს მიერ მოძიებული მასალები. კვლევის პროცესში აღმოვაჩინეთ რომ გრიშაშვილის ქუჩაზე ახლა სადაც სახინკლე “ელდეპო” მდებარეობს, იმ სახლში IX საუკუნის 60-იან წლებში ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა. ამიტომ ქუთაისის თვითმმართველობას მოვუწოდეთ რომ სახლზე შესაბამისი მემორიალური დაფა გაუკეთდეს,”-განაცხადა პირველი სკოლის მოსწავლემ ომარ კახაიამ.