გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ვერცხლისწყლის
კამპანიის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა კონფერენცია და დაჯილდობის ცერემონია გაიმართა.
გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლს თემატიკით 2016 წელს დაიწყო, იგი მთელი საქათველოს მასშტაბით ხორცილედება. კამპანიის მიზანია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვით აქტივობებშ მათი ჩართვა.
“დღეს ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც გაიმარჯვეს პროექტში, რომელიც ვერცხლისწყალზე სხვადასხვა ესსების მომზადებას ითავლისწინებდა. ვერცხლისწყალი ერთ-ერთი საშიში ნივთიერება არის, რომელიც საქართველოში ჯერ იმდენად დიდი რაოდენობით არ მოიპოვება, თუმცა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროექტში”, – განაცხადა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ია პაპიაშვილმა.
დღეს ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და და სსიპ გარემოს დავცის ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.