წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის
ბაღში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ რადიო “ძევლ ქალაქთან” საუბრისას წყალტუბოს მუჯნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ ალექსანდრე დადუნაშვილმა. “სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის. რაც შეეხება ბაღებს. 18 ბაღი გვაქვს და აქედან 2 ბაღში შეჩერებულია სწავლა. ოფშკვითის და ოფურჩხეთის საბავშვო ბაღებში არ გამოცხადდნენ ბავშვები, რის გამოც იქ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. სხვა მხრივ პრობლემა არ იყო”, – განაცხადა წყალტუბოს მუჯნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ ალექსანდრე დადუნაშვილმა