წყალტუბოს საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსის მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასწავლო პროცესი უამინდობის გამო არ შეწყვეტილა..”არცერთ სკოლაში სწავლა შეჩერებული არ არის. სწავლას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. დღევანდელი ამინდიც ვიცოდით და შაბათ კვირა მოდის. ორშაბათიდან კარგი ამინდებია. ასეთი ამინდებიც რომ იყოს მზად ვართ ყველანაირად რომ სწავლის პროცესი არ შეფერხდეს. ბავშვების სკოლაში მოსვლას რაც შეეხება, შეიძლება პროცენტულად, ბევრი არ იყოს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმას, რომ სწავლა არ გაგრძელდეს. თუნდაც ერთი ბავშვი მივიდეს სკოლაში სკოლა მობილიზებულია დირექტორით და პედაგოგებით”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა.
წყალტუბოს მასშტაბით სულ 19 საჯარო და 2 კერძო სკოლაა.