აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მწვანე დარბაზში შედგა პროექტის “სტურუას შექსპირის სამყარო” მონაწილეთა დაჯილდოება. “დღეს დასკვნითი დღე გაიმართა საგანმანათლებლო სახელოვნებო პროექტისა “სტურუას შექსპირის სამყარო”რეგიონებში. პროექტის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის თეატრი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავდროულად მოხდა პროექტში მონაწილე სტუდენტების საზეიმო დაჯილდოვება, გადაეცათ სერთიფიკატები.ეს დღე დასრულდა რობერტ სტურუას დოკუმენტური ფილმის “იულიუს კეისარის “ფრაგმენტები სადადგმო რეპეტიციებიდან” ჩვენებით”,- აღნიშინა პროექტის ხელმძღვანელმა დავით მაზიაშვილმა
პროექტი ეძღვნებოდა უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის გარდაცვალების თარიღს.