17 ნოემბერს მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პირველად ეს თარიღი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ 1941 წელს გამოცხადდა ლონდონში სტუდენტთა გაერთიანების მიერ და მისი აღნიშვნის ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თარიღი დასაბამს იღებს 1939 წლიდან, როდესაც მოხდა ნაცისტური შტურმი პრაღის უნივერსიტეტზე. შტურმი აქტიური სტუდენტის ჯან ოპლეტის მკვლელობასთან დაკავშირებული დემონსტრაციის შემდეგ განხორციელდა, რის შედეგადაც მოხდა ჩეხოსლოვაკიის ოკუპირება და ლიდერი სტუდენტების დაკავება. აღნიშნულ ფაქტს კი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების დახურვა მოჰყვა.
საქართველოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე 2009 წლის 17 ნოემბრიდან აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩართულია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობები და გაერთიანებები.