ქუთაისში დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქი 60 000 სტუდენტზე გათვლილი. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად ფონდი “ქართუ”აფინანსებს.

“საქართველოს შუაგულში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება, რომელიც იქნება საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი დასავლეთ საქართველოსთვის და მიზიდულობის ცენტრი მთელი რეგიონისთვის.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი “ქართუ”.

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის.
სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი “ქართუ”.
ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება,”- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ტერიტორია მოქცეულია თბილისი-ქუთაისის ძველ და ახალ მაგისტრალებს შორის, ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე.

საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცის  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *