ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
, რექტორთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომას, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამგახსნა.
სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. მინისტრის განცხადებით, საბჭო წლის განმავლობაში რამდეჯერმე შეიკრიბება და უმაღლესი განათლების განვითარების მიმართებულებით მნიშვნელოვან საკითხებს ერთობლივად განიხილავს.
“მე ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა უმაღლესი განათლების განვითარება, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით, ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის საერთაშორისო განათლების განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოს უმაღლეს სასწავლებში მიიღონ საერთაშორისო სტანდარტის განათლება და დიპლომი,”-აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.