Chat & Create ჩატბოტი მომხმარებებლებს საშუალებას აძლევს, Viber აპლიკაციის საშუალებით, დაუსვან ხელოვნურ ინტელექტს კითხვები და შექმნან ფოტოსურათების დიზაინები; ჩატბოტი ინტერგრირებულია DALL-E და Davinci’s AI გენერატორებთან.

თბილისი, 2023 წლის თებერვალი:  Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხოშეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, ახალ ჩატბოტს უშვებს. AI Chat & Create, მომხმარებლებს წვდომას აძლევს AI ტექსტებისა და სურათების გენერატორებზე. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელების ინტეგრირებით, როგორიცაა DALL-E და Davinci, Viber აპლიკაცია, მომხმარებელებს საშუალებას აძლევს, დასვან ნებისმიერი სახის შეკითხვა ან  უნიკალური სურათების დიზაინის შექმნით შეამოწმონ ჩატბოტის კრეატიულობა.

ამ დრომდე, ხელოვნური ინტელექტის უახლესი ინსტრუმენტების გამოსაყენებლად,  მათ უნდა შეექმნათ ახალი ანგარიში თითოეული AI სერვისისთვის. ხშირად, მომხმარებელს სჭირდება ჰქონდეს საბაზისო ტექნიკური ცოდნა – თუ როგორ მუშაობს AI. ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესის ზრდის გათვალისწინებით, Viber-მა მიზნად დაისახა, რომ მომხმარებლებისთვის, AI მეტად ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელი გახადოს. Viber გახდება ინტერფეისი კომპლექსურ ტექნოლოგიასა და მომხმარებელს შორის, ეს კი ყველა მომხმარებელს მისცემს გართობის გაშუალებას, ელ. ფოსტაზე წვდომისას თითოეული სერვისისთვის ცალკე ანგარიშის შექმნის გარეშე. მხოლოდ რამდენიმე შეხებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მეგობრებთან საუბრიდან ბოტის გამოყენებაზე გადავიდნენ და უპრობლემოდ გააზიარონ ხელოვნების ნიმუში თუ კითხვაზე პასუხი.

ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ამჟამად ტექინდუსტრიის დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება თუ რა საოცრებების მიღწევაა შესაძლებელი ამ ტექნოლოგიით. თუმცა, არც ისე მარტივია გქონდეს წვდომა ზოგიერთ ხელსაწყოზე. ამიტომაც, ჩვენ გთავაზობთ უმარტივეს გზას, გამოსცადოთ სხვადასხვა AI სერვისი Viber-ის აპლიკაციაში სრულიად უფასოდ, სპეციალურ სერვისზე დარეგისტრირების საჭიროების გარეშე. Ჩვენ აპლიკაციაშივე უზრუნველვყოფთ ინდუსტრიის წამყვან AI ინსტრუმენტებს. ამჟამად, ჩატბოტი გვთავაზობს ორ ვარიანტსერთი სურათებისთვის და მეორე ტექსტისთვის. Პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უახლოეს მომავალში, მომხმარებლებს სერვისების ფართო სპექტრი შევთავაზოთ”.

 

ორგანული ზრდის წყალობით, ჩატბოტს უკვე 50 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს-ეს რიცხვი კი, მუდმივად იზრდება. თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, მაშინ დააჭირეთ Inspire Me ღილაკს, რათა ჩატბოტმა გაჩვენოთ მისი შესაძლებლობები.

AI Chat & Create chatbot შეგიძლიათ იხილოთ Viber აპლიკაციის ჩატის ფუნქციის ძიებით. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიწერონ ჩატბოტი და ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა AI ტექნოლოგიაზე. შეგიძლიათ,თქვენით სცადოთ აქ:  https://vb.me/8ab600

Rakuten Viber-ის შესახებ:

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *