ქუთაისში, ტრანსპორტის საფასური გაძვირდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ უკვე მიიღო. ტარიფის გაძვირებას ,,ქართული ოცნების” 18-ივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მიკროავტობუსში მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მგზავრებს გაძვირებული ტარიფის გადახდა უკვე 10 დღეში მოუწევთ.