საქართველოში სოციალურად დაუცველთა რიცხვი იმატებს.
ბოლო ერთ წელში, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა, როგორც იმერეთის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. იმერეთში, 2022 წლის ივნისში, 2021 წლის ივნისთან შედარებით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა რიცხვი 22 933-მდე გაიზარდა, 19 643-დან. ქვეყნის მასშტაბით კი, სოციალურად დაუცველ ოჯახთა რაოდენობამ, ბოლო ერთ წელში 24775-ით მოიმატა და 179 214 შეადგინა.
2021 წლის ივნისი
იმერეთი
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
ოჯახი -19643
მოსახლეობა-70 214
საქართველო
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
ოჯახი – 154439
მოსახლეობა – 555 657
2022 წლის ივნისი
იმერეთი
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
ოჯახი– 22 933
მოსახლეობა – 85 110
საქართველო
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
ოჯახი – 179 214
მოსახლეობა – 661 061
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იმატებს თვეების მიხედვითაც.
აპრილში სოციალური შემწობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა 22 753-ს შეადგენდა, ხოლო ივნისში – 22933-ს. რაც შეეხება ქვეყნის მაჩვენებელს, აპრილში სოციალურ შემწობას 176 848 ოჯახი იღებდა, ხოლო ივნისში – 179 214.
2022 წლის ბოლო სამი თვის მონაცემები
იმერეთი
აპრილი
ოჯახი 22 753
Მოსახლეობა- 84360
Მაისი
ოჯახი 22 839
მოსახლეობა 84 716
ივნისი
ოჯახი- 22 933
მოსახლეობა-85 110
Საქართველო
აპრილი
ოჯახი – 176 848
მოსახლეობა – 652 124
მაისი
ოჯახი – 178 015
მოსახლეობა – 656 591
ივნისი
ოჯახი – 179 214
მოსახლეობა – 661 061
რა განაპირობებს ქვეყანაში ადამიანების ეკონომიკური პირობების გაუარესებას და შესაბამისად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდას, ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა? -აღნიშნულ კითხვებს ეკონომისტმა ამირან ძოწენიძემ უპასუხა. ეკონომისტი პრობლემის მიზეზს ინფლაციაში ხედავს. მისი თქმით, ფასების ზრდამ პირველ რიგში, დაბალშემოსავლიან და სტაბილურშემოსავლიან ოჯახებს დაარტყა და მათი ცხოვრებისეული პირობები გააუარესა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ამირან ძოწენიძის შეფასებით, ინფლაცია ეკონომიკურ ზრდაზე მაღალია და შესაბამისად, ეს ადამიანების ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
,,ყბადაღებული ეკონომიკური ზრდა, რითაც მთავრობა ამაყობს, არაფერია, რადგან პარალელურად, იმატებს ფასები. თანაც, რაზეა დამოკიდებული ეკონომიკური ზრდა, ეგეც გასათვალისწინებელია. პანდემიის დროს ყველაფერი შეჩერებული იყო, შემდეგ კი ყველაფერი ჩვეულ ტეპმში აღდგა. როცა მხოლოდ ერთ პურს აწარმოებ და მომდევნო წელს მეორეს მიუმატებ, 100%-იანი ზრდაა, მაგრამ ორი პური არავის ჰყოფნის. შესაბამისად, ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება პირიქით, უკან მიდის,’’-ამბობს ამირან ძოწენიძე.
მისი თქმით, ქვეყნაში არსებულ მძიმე სოციალურ პირობებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და იმისთვის, რომ სიღატაკე შემცირდეს საჭიროა:
,,კერძო საკუთრების დაცვა, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირება, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, სავალუტო სტაბილურობის უზრუნველყოდა და ა.შ. ‘’.