ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გატანილი, ქუთაისში მდებარე 22 ობიექტიდან მხოლოდ ნიკეას ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი გაყიდა.
არ გაიყიდა “პრესის სახლის” შენობა, რომლის საწყისი ფასი 3 210 000 ლარი იყო.
არ გაიყიდა არც ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა, რომელსაც სახელმწიფო 10 055 000 ლარად აფასებდა.
ქუთაისსა და მის შემოგარენში საინვესტიციოდ მიმზიდველი 25 ობიექტი ქონების ეროვნულმა სააგენტომ ინვესტორებს 15 ივნისს წარუდგინა. სახელმწიფოს გათვლით, სარეალიზაციოდ გატანილი ობიექტების ადგილზე ერთი სასტუმრო, 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური და 9 სამრეწველო-სასაწყობე სივრცე უნდა მოწყობილიყო. ობიექტების ჯამური ღირებულება 43 746 250 ლარს შეადგენდა.