“უპირობო თანადგომის და განუზომელი მადლიერების ნიშნად, მინდა ეს ჯილდო რიონის ხეობის მცველებს მივუძღვნა, რომლებიც უკვე 233 დღე და ღამეა რიონის ხეობას და სიმართლეს იცავენ”, – თქვა რეჟისორმა.
“რიონის ხეობის გადარჩენითვის” წარწერა დიდ მონიტორზე რეჟისორის საუბრის დროს იყო გამოსახული.
“მდინარემ უნდა იდინოს”, – განაცხადა მან.
ბერლინის 71-ე კინოსფესტივალის ზაფხულის გამოშვების ფარგლებში ბერლინალეს პროგრამის აუდიტორიისთვის ჩვენება მიმდინარეობს. ალექსანდრე კობერიძის სრულმეტრაჟიანი ფილმის ,,რას ვხედავთ როდეესაც ცას ვუყურებთ” ჩვენება პანდემიის გამო გაზაფხულზე ონლაინ შედგა, 9 -20 ივნისს ზაფხულის გამოშვების ფარგლებში კი ფილმის ჩვენებას აუდიოტორია დაესწრო.
“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
ფილმი ქუთაისშია გადაღებული და ფილმის ერთ-ერთი გმირი მდინარე რიონია.
ფილმი ლიზასა და გიორგის სიყვარულის უცნაურ ისტორიაზე მოგვითხრობს. ალექსანდრე კობერიძის ფილმი საქართველოს ისტორიაში მესამე ქართული ფილმია, რომელიც “ბერლინალეს” მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.