ქუთაისში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1 თებერვალს გაიხსნა,

მაგრამ მომხმარებელთა შემცირებული რაოდენობისა და გაზრდილი გადასახადების ფონზე, ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სავაჭრო ცენტრებსა და ქსელურ მაღაზიებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ, ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარების მიუხედავად, შეუსაბამო და დიდი გადასახადის გადახდა მოუწევთ. გამომდინარე იქედან, რომ სემეკის გადაწყვეტილებით 2021 წელს ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა, სავაჭრო ცენტრ ,,გრანდ მოლის’’ იანვრის თვის ელექტროენერგიის დანახარჯი 7724 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა გასულ თვეში შენობა თითქმის გაჩერებული იყო და მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე მუშაობდა. სავაჭრო ცენტრის დირექტორი, ნატო დანელია რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში ამბობს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ ასეთ პირობებში ამ გადასახადის გადახდა შეუძლებელია.

,,გარემოვაჭრეები ჭავჭავაძის ტერიტორიაზე დგანან და თავიანთ საქონელს ჰყიდიან, რის გამოც ხალხი ჩვენთან თითქმის არ შემოდის. მხოლოდ ტექნიკის მაღაზიები მუშაობენ. როგორ გადავიხადოთ გადასახადი? 0,16 თეთრი იყო ძველი ტარიფი და ახლა 0.31ია. გაორმაგდა გადასახადები და მუშაობა არ არის. დაგვჭირდეაბა საერთო შემოსავლების დაკორექტირება, რომ მოვნახოთ გზა როგორ გადავიხადოთ ეს თანხა,’’-აღნიშნა ნატო დანელიამ.

ენერგოტარიფის გაძვირება მძიმედ აისახა შპს ,,კინო ,,საქართველოზეც’’, რომელშიც რამდენიმე მაღაზიაა გაერთიანებული. როგორც შპს ,,კინო საქართველოს’’ დირექტრომა, ლევან ჩუბინიძემ გვითხა, კომპანიამ იანვრის თვის 6100 ლარი მორჩენილი თანხებიდან დაფარა, თებერვალში კი გაზრდილი ტარიფი მოიჯარეებს დააწვებათ.

 

,,გადავხედავთ ხელშეკრულებებს მოიჯარეებთან და თუ სურვილი ექნებათ, ხელშეკრულებას გააგრელებენ.საიჯარო ფართის გადასახადი არ გაუძვირდებათ, მაგრამ ელექტრო ტარიფი უნდა დაფარონ,’’-ამბობს ლევან ჩუბინიძე.

ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი შეეხო ,,ქარვასლასაც’’.

,,მოგვიხდა ბევრად მეტის გადახდა, რაც ბუნებრივია, მძიმედ აისახება ჩვენს მუშაობაზე.  მომხმარებელთა რადენობამ მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ეს ბუნებრივია, რადგან თებერვლის თვეში წინა წლებშიც ცოტა მომხმარებელი გვყავდა. ამას ისიც ემატება, რომ ტრანსპორტი არ მოძრაობს და ხალხი ჩვენამდე ვერ მოდის. იმედი გვაქვს, ამ მდგომარეობას გავუძლებთ,’’-აღნიშნა ,,ქარვასლის’’ დირექტორმა, ზურა სალდაძემ.

იანვარში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა მაღაზია ,,ბებეს’’ ქუთაისის ფილიალიც, თუმცა ელექტროენერგიის დანახარჯმა 153 ლარი მაინც შეადგინა.

,,მომხმარებელთა ნაკადმა იკლო, დღის მეორე ნახევარში უფრო შემოდის ხალხი ხალხი, ან მაშინ, როცა ფასდაკლება გვაქვს. შუქის გადასახადს საკმაოდ ვიხდით, რადგან გათბობა გაზზე არ გვაქვს,’’-ამბობს მაღაზია ,,ბებეს’’ ქუთაისის ფილიალის მენეჯერი, შორენა ამირანაშვილი.

გამომდინარე იქედან, რომ მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობა დაბალია და გადასახადები დიდი, სავარაუდოდ, მალე დაიხურება ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზია.

,,ამოყიდვაზე ვართ, ფასები დაბალია. ამოვყიდით და ალბათ აღარ ვიმუშავებთ,’’– ამბობს ერთ-ერთ ჩინურ მაღაზიაში დასაქმებული, მარი გიორგაძე.

არსებული მდგომარეობა შეაფასა ,,ევროპული საქართველოს’’ გუნდის წევრმა, ამირან ძოწენიძემ. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის პირზეა, ბიზნესი გადასახადებს ვერ ფარავს, რის გამოც შემცირდება სამუშაო ადგილები და გაიზრდება საქონლის ფასი. ენერგოტარიფის ზრდაში ის ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, ,,ქართული ოცნების’’ მავნებლური პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ენერგორესურსების დეფიციტი და გაუფასურებული ლარი, რამაც ენერგო გადასახადის ზრდა გამოიწვია.

,,მივმართავ ქართული ოცნების მხარდამჭერებს: გაისხენონ რა დაპირებით მოვიდა პარტია ხელისუფლებაში. გვპირდებოდნენ, რომ ელექტროენერგიის საფასურს გაანახევრედნენ და ახლა გადასახადები თითქმის გაორმაგდა. გვპირდებოდნენ, რომ შუქი ს ტარიფი 5 თეთრზე მეტი ღირებულების არ იქნებოდა. რატომ დაივიწყეს დაპირება?,’’-სვამს კითხვას ამირან ძოწენიძე.

გამომდინარე იქედან, რომ სახელმიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამა 200 კილოვატზე მეტ ენერგიაზე არ ვრცელდება, ბუნებრივია, დაფინასება ბიზნესს არ შეეხება. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენმა რესპოდენტებმა არ იციან, იქნება თუ არა მათი მუშაობა შემოსავლის მომტანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *