ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში
multicat=36 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება. ყველა ავიაკომპანია, რომელიც უკვე საქმიანობდა ან საქმიანობს საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, რეგულარული ფრენების დაგეგმვასა და შესრულებას შეძლებს.
მინისტრის თქმით, ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას მხოლოდ ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ.
Ნათია თურნავას ინფორმაციით, მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებთან. Მომავალ კვირაში დადგინდება, როგორ შემსუბუქდება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი.
Კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ავიამიმოსვლა შეწყდა. Სრულდებოდა მხოლოდ სპეციალური რეისები. Ფრენები შეწყდა ქუთაისის აეროპორტშიც.