სათაფლიას ნაკრძალში იურუილი პარკი განახლდა. დამონტაჟდა დინოზავრების ახალი,

multicat=36 თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, სააგენტო განახლებებს პერიოდულად ახორციელბს. 

,,სათაფლია ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიად. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, ერთი დინოზავრების ნაკვალევი და მეორე უნიკალური ტყე და მღვიმე. დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტრულ და ატრაქციულ განახლებებს. დინოზავრები, რომლებიც იყო სათაფლიას პარკში დროთა განმავლობაში ამორტიზირდა და უკვე განახლდა. უფრო მეტი დინოზავრის მაკეტი დაიდგა.”- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას დაცული ტერიტორიების მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნიკო თევდორაშვილმა.

სათაფლიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის ჯამში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *