ქუთაისში, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, 21 თებერვალს გიდების
multicat=36 საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძებას გამართავს.
,,12.00 საათზე, ჩატარდება საჩვენებელი საფეხმავლო ქალაქის ტური , რომელიც დაიწყება ცენტრალური მოედნიდან ( თეთრი სვეტები ) და ის გასტანს 1 საათს , მასში მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციის გადამზადებული გიდები , ტური ჩატარდება ინგლისურ,ივრითულ, იტალიურ,გერმანული და რუსულ ენებზე. 14.00 სთ-ზე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობაში გაიმართება ღონისძიება და გიდების დაჯილდოვება .ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურად მუზეუმი იქნება უფასო დამთვალიერებლებისთვის , რისთვისაც ამავე მუზეუმის ადმინისტრაციას მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის.” – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა.
გიდის საერთაშორისო დღე 1985 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის მას მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა აღნიშნავს. საქართველოში ეს დღე 2012 წელს პირველად აღინიშნა.