პირველად საქართველოში სათაფლიას ტყეში განათებები მოეწყობა. როგორც რადიო
multicat=36 ,,ძველ ქალაქს” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, განათებები ტყეს ზღაპრულ იერს შესძენს და მეტ ვიზიტორს მიიზიდავს.
,,საქართველოში პირველი ტყის განათებები სათაფლიას ტყეში გაკეთდება. ვიზიტორი უფრო დიდხანს შეძლებს დაათვალიეროს სათაფლიას პარკი, ნახოს განსაკუთრებული, ზღაპრული ტყე. ასევე მოხდება მღვიმის განათების მთლიანი რეაბილიტაცია. ეკომეგობრული ტექნოლოგიებით გაკეთება, რათა ვიზიტორისათვის იყოს ლამაზი სანახაობა და განათებებმა არ დააზიანონ ის ბუნებრივი მემკვიდრეობა, რაც სათაფლიას მღვიმეს გააჩნია.”- განაცახადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას დაცული ტერიტორიების მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნიკო თევდორაშვილმა.
სათაფლიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის ჯამში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი.
ფოტო: სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალი