პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
multicat=36 პირველად მიიღეს. გამოფენა-ბაზრობაზე, “HOLIDAY WORLD”, 75 ქვეყნის წარმოდგენილი მონაწილეობდა. უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ბაღდათის საოჯახო მარნების ღვინოები, ხანის ქვევრის ყველი, სულგუნი, თაფლი, ჩურჩხელა და ჩირი დაეგემოვნებინათ. განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი მინერალურნმა წყლებმა “საირმე” და “ზეკარი” დაიმსახურეს.
გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობის მიზანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ადგილობრივი ნაწარმის უცხოურ ბაზარზე გატანა და რეალიზაციაა.
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა “HOLIDAY WORLD”-ში ბაღდათის დელეგაცია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, DMO იმერეთის მხარდაჭერით და ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მონაწილეობს.
ვრცელ მასალას რადიო ,,ძველი ქალაქი” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.