პროგრამის ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში ხარაგაულში,
multicat=36 სოფელ ღორეშაში, გამარმარილოებული კირქვის (მოსაპირკეთებელი) წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე იყიდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამა დაიწყო.
საწყისი ფასი 78 ათას 461 ლარია. აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, ორი წლის ვადაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიცია; ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 10 (ათი)მოქალაქის დასაქმება.
დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.