,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვეში მგზავრებს ახალი ტერმინალი მოემსახურება.”
multicat=36 – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ “მაესტრო რეგიონებში” განაცხადა. მისივე თქმით, დაინტერესება ტურისტებისა და ავიაკომპანიების მხრიდან იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, ახალი ტერმინალის მშენებლობა კიდევ გახდეს საჭირო.
“უკვე წელს ათი რეისი გვემატება ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით და ჯამში გვექნება 42 პირდაპირი ფრენა სხვადასხვა ქალაქებში, რასაც რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მგზავრთა ნაკადი იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა და დავიწყეთ აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. როდესაც ეს ახალი ტერმინალი დაიწყებს ფუნქციონირებას, შეიძლება ითქვას, რომ მალევე კიდევ ერთი ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყებაზე მოგვიწევს ფიქრი, რადგან რეალურად ძალიან დიდია ინტერესი ტურისტების მხრიდან, ასევე ძალიან დიდია ინტერესი ავიაკომპანიების მხრიდან, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს სხვადასხვა მიმართულებით ფრენები და რეალურად იმის რესურსიც არის, რომ ქუთაისის აეროპორტი კიდევ უფრო გაფართოვდეს.
გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აეროპორტი საინტერესო გავხადოთ ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც. ჩვენ გვინდა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმერეთში ნაწარმოები პროდუქცია გავიტანოთ”, – განაცხადა შალამბერიძემ.