სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურისათვის 812 ათასი ლარია გამოყოფილი.
multicat=36 მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 4 თებერვლიდან -18 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
შეხვედრების მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაა.
2020 წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 40 მილიონი ლარით დაფინანსდა.