ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი 15 122 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 76 253 000 ლარი შეადგინა.
multicat=36 ბიუჯეტში განხორციელებული პირველი ცვლილება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილეს. ძირითადი ცვლილებები რგფ-დან გამოყოფილმა თანხებმა გამოიწვია, საიდანაც ქუთაისის მერიამ ჯამში 10 223 000 ლარი მიიღო. მილიონი ლარი შეადგინა ქონების პრივატიზაციიდან შესულმა თანხამ, 2 013 000 ლარით განაწილდა ნაშთი. მერიამ 180 000 ლარი გრანტის სახით მიიღო. თანხას წინა წლის რგფ-ს ნაშთებიც დაემატა.
“თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ზრდა გვაქვს. შარშანდელ ბიუჯეტს უკვე გადავაჭარბეთ. აღნიშნული თანხიდან 2 მილიონი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება. თანხა ძირითადად ქუჩების, სპორტული დარბაზებისა და სამუსიკო სკოლების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება,”-განაცხადა მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ.
წლის ბოლომდე ბიუჯეტის 80 მილიონამდე ზრდას ვარაუდობენ.