ეკონომიკა
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძის თქმით, მუნიციპალიტეტში არაერთი საინტერესო ადგილია, რომელიც ტურისტებს დააინტერესებთ. ასეთი ადგილებია მაგალითად ,,დათვის ტბა" და ,,ბოგა". 

,,ჩვენ ვმუშაობთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, რათა მეტი ახალი ადგილები შევთავაზოთ ტურისტულ ნაკადებს. 2019 წელს 90 ათასი ვიზიტორი იყო ჩვენს ტურისტულ ლოკაცებზე. ვიმედოვნებთ, რომ 2020 წელს ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნება. ოკაცეს კანიონთან გვინდა გაკეთდეს დაკიდებული ხიდი. ეს ცოტა ექსტრემალური იქნება. ამ ხიდის საშუალებით ტურისტი შეძლებს ჩავიდეს ,,დათვის ტბაზე", ,,ბოგაზე". აქ ჩასასვლელების მოწყობაზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 2020 წლისათვის ვვარაუდობთ, რომ სამუშაოები დაიწყება." - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.   

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლებიდან ოკაცეს კანიონი ყველაზე პოპულარულია. კანიონის სიგრძე ორი კილომეტრია. სიგანე ზოგან 3-დან 20 მეტრამდე მერყეობს, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე. კანიონზე რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი და ტბაა, მათ შორის ოკაცეს ( კინჩხას ) ჩანჩქერი.


ფოტო: ლაშა დარსაველიძე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი წყალტუბოს დაათვალიერებს.
როგორც
11:45 / 19.02.2020
საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი წყალტუბოს დაათვალიერებს. როგორც
პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის და ნებისმიერი
პროფესიის ადამიანს შეუძლია,
17:43 / 18.02.2020

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის და ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია,

ქუთაისში, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, 21 თებერვალს
გიდების
14:05 / 18.02.2020
ქუთაისში, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, 21 თებერვალს გიდების
სათაფლიას ნაკრძალში იურუილი პარკი განახლდა. დამონტაჟდა დინოზავრების
ახალი,
13:25 / 18.02.2020
სათაფლიას ნაკრძალში იურუილი პარკი განახლდა. დამონტაჟდა დინოზავრების ახალი,
პირველად საქართველოში სათაფლიას ტყეში განათებები მოეწყობა. როგორც
რადიო
16:00 / 17.02.2020
პირველად საქართველოში სათაფლიას ტყეში განათებები მოეწყობა. როგორც რადიო
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 2 - 17 °C
img
ბათუმი 6 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020