ბაღდათში ოჯახების დახმარების გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება მიმდინარეობს.
multicat=36 ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის თქმით, პროგრამის შემუშავება ერთ-ერთ არასამათავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხდება.
,,შეიძლება გადავცეთ ნერგები, რომლებსაც ოჯახები თავიანთ საკარმიდამოში დარგავენ,ან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადავცეთ. ყოველ შემთხვევაში თანხები პირველი ეტაპისთვის გამოყოფილია. მუშავდება გაცემის წესები, როგორ მოხდება თანხების განაწილება. შევეცდებით, გრძელვადიანი დახმარება გავუკეთოთ ისეთ ოჯახებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცეველები, მრავალშვილიანები, ახალგაზრდა ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი შრომით მიიღონ ეს დახმარება”.- განაცხადა არჩილ გოგსაძემ.