დიხაშხოს გოგირდოვანი აუზებით ინვესტორები ინტერესდებიან. ამის შესახებ ვანის
multicat=36 მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.
,,დიხაშოში გეიზერებს აქვს დიდი დაინტერესება როგორც ტურისტების, ისე ინვესტორების მხრიდან. ეს ტერიტორია აუქციონზე ალბათ მოკლე ხანში გაიყიდება და გახდება ერთ-ერთი ტურისტულად საინტერესო ადგილი.” – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.
ელექტრონული აუქციონი ამ ეტაპზე შეჩერებულია. როგორც ვანის მერიაში აცხადებენ დოკუმენტაციის შევსება მიმდინარეობს და აუქციონი თავიდან გამოცხადდება.
გოგირდოვანი აუზები იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს, მდინარე სულორის ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მეტრზე, ვანიდან 6 კილომეტრის დაშორებით.
გოგირდოვანი წყლები სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით ხასიათდება.
ფოტო: გოგა ჩანადირი